გებრიუდერ ვაისმა სამხრეთ კავკასიაში ლოგისტიკური ცენტრი გახსნა

თბილისი (BPI) – თბილისში ახალი ლოგისტიკური ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა. „გებრიუდერ ვაისი“ აფართოვებს კავკასიის ჰაბს: უმაღლესი სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური ჰაბი მზად არის კლიენტების, პარტნიორებისა და თანამშრომლების მისაღებად.

“გებრიუდერ ვაისის” დირექტორი საქართველოში, ალექსანდრე ხარლამოვა აცხადებს, რომ 7 წლის წინ განხორციელებული 10 მილიონიანი ინვესტიცია წარმატებული აღმოჩნდა და ეს იყო წინაპირობა დამატებით განახორციელებულიყო 2.5 მილიონი ევროს ინვესტიცია. აშენდა თანამედროვე ტერმინალი, რომელიც მოემსახურება ამიერკავკასის ქვეყნებს. “გებრიუდერ ვაისის” ჯამურმა ინვესტიციამ საქართველოში  15.5 მილიონი ევრო შეადგინა.

გაფართოების შედეგად კომპანიის ტერმინალს დაემატა 2300 კვადრატული მეტრის ფართობის ტვირთების დასამუშავებელი სივრცე, 7800 კვ.მ ფართობის ღია, მოპირკეთებული სივრცე და 300 კვ.მ  ფართობის საოფისე სივრცე. მთლიანობაში კომპანიის თბილისის ფილიალი 90 ათას კვადრატულ მეტრს ფარავს. ახალი ტერმინალის გაფართოებისა და კომპანიის სერვისების ფართო სპექტრის შესახებ დეტალურად „გებრიუდერ ვაისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ/CIS რეგიონალურმა მენეჯერმა ტომას მოზერმა და გებრუდერ ვაის-საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ხარლამოვმა ისაუბრეს.

ინოვაციური ლოგისტიკური ტერმინალის გაფართოვებით სარგებელს არა მხოლოდ კლიენტები და პარტნიორები, არამედ კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლებიც იღებენ. „ცალკე აღებულ თბილისის ფილიალში გებრიუდერ ვაისი უკვე 120 თანამშრომელს უსაფრთხო და მიმზიდველ სამუშაო გარემოს სთავაზობს.“ რაც, მთავარია კომპანიის გეგმები მაშტაბურია და განაგრძობს გაფართოებას.

ახალი ტერმინალის გახსნის ცერემონიას ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც  კომპანიის არსებობის მნიშვნელობაზე საქართველოში განაცხადა. აღნიშნა, რომ ქვეყანას ნამდვლად აქვს ის პოტენციალი, რომელიც გვაძლევს საშუალებას,  განსაკუთრებული ადგილი დფავიკაოთ და განვვითარდეთ.

„გებრიუდერ ვაისი“ არის პრემიუმ ხარისხის ლოგისტიკური ცენტრი.  ეს ინვესტიცია გათვლილი არის მომავალზე, მომავალ გაფართოვებაზე და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის კომპანიების მოზიდვაზე. ეს არის კომპანია, რომელსაც 500 წლიანი ისტორია აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ფლობს ცოდნას, გამოცდილებას და სტრატეგიულ ხედვას, რომელიც არის საჭირო ამ დარგის განვითარებისთვის. ასეთი ნაბიჯებით მივიწევთ ევროპისკენ და ძალიან მოხარული ვიქნები თუ ჩვენ შევძლებთ ვიხილოთ “”გებრიუდერ ვაისი“, როგორც ერთ-ერთი დამაკავშირებელი ჩინეთსა და ევროპას შორის.

ნინო ცეცხლაძე, მაკა ქოჩლაძე –საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტები

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …