გახარია: პასუხიმგებლობით ვზივარ მინისტრის სავარძელში

თბილისი (BPI) – გახარია მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს გამოძიების დასრულებამდე. ჟურნალისტებს პირდაპირ არ უპასუხა ყველა ბრძანება მას ეკუთვნის თუ არა, თუმცა განაცხადა რომ მისი პასუხიმგებლობის ქვეშაა. ჟურნალისტებმა ეჭქვეშ დააყენეს მისი მინისტრობით გამოძიების სამართლიანად დასრულება. ჯალათი, სისხლის მსმელი და სხვა ეპითეტების მიუხედავად პოლიციის მარგინალიზაციას არ დაუშვებს.

მას ჰკითხეს რატომ გამოყენეს რაკეტისებრი ტყვიები და მომიტინგეებს რატომ ესროდნენ დამიზნებით. უპასუხა:იქ გამოყენებული არცერთი ტყვია  არ იყო კანონით აკრძალული. მაგრამ  აღჭურვილობას აქვს გამოყენების წესი და ამაზე მიმდინარეობს გამოძიება. მისი თქმით,  19სთ-დან 22 სთ-მდე აქცია მშვიდობაინი იყო, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის მოწოდებებამდე. შეტევა მოულოდნელად დაიწყო, შენობის შტურმის მიზნით. პოლიცია იძულებული გახდა, სამწუხაროდ, ყველაფერი გამოეყენებინა, ხელკეტი, წლის ჭავლი, რეზინის ტყვიები. თქვა, რომ  30 პოლიციელი კორდინიდან გაიტაცეს. რუსთავის 2-ის ჟურნალისტმა  ნასროლი ტყვიები წარუდგინა, ინსტრუქციით, რომ სასიკვდილოა (ტყვიები 2012 წლის აგვისტოშია შეძენილი), რაც გამორიცხა.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …