გახარია გვპირდება 2020 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირები მკაცრად გაკონტროლდება

თბილისი (BPI) – პრემიერი ამბობს, რომ 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოს სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა

გიორგი გახარიამ მტავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს 2020 წლის ბიუჯეტის მოსამზადებელი სამუშაოები. პრემიერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი კომპონენტი ინფრასტრუქტურა და კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტში, გაიზრდება.

“ესეც პირველ რიგში მიმართულია ჩვენს მოქალაქეებზე, ძირითადი საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობაც და ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება. ესეც მკაცრად გაკონტროლდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …