გახარიას ჩხენკელის ეიმედება

თბილისი (BPI) – გიორგი გახარია იმედოვნებს, რომ განათლების მინისტრის პოსტზე კიდევ ერთხელ მობრუნებული მიხეილ ჩხენკელი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები.

პრემიერის თქმით, მიხეილ ჩხენკელი ჩართული იყო როგორც განათლების სისტემური რეფორმის მომზადების, ასევე შემდგომ ამ რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე და ზედმიწევნით ზუსტად იცის, რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი მიხეილი განათლების სისტემური რეფორმის თვალსაზრისით, ჩართული იყო როგორც ამ რეფორმის მომზადების, შემდგომ ამ რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე და შესაბამისად, მან ზედმიწევნით ზუსტად იცის, რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში, როგორ მზადდებდა ეს რეფორმა და როგორ ხდებოდა მისი აღსრულება. ეს არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ,  რა თქმა უნდა, სხვა ღირსებებთან ერთად ბატონი მიხეილი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე განაცხა და მინისტრს დაავალა, ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს.

„პროფესიული განათლება დღეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რათა ჩვენ შევძლოთ უახლოესი წლების განმალობაში აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რაც გვაქვს შრომის ბაზარზე. ბატონო მიხეილ, მინდა ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …