გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ თებერვალში 17.8% შეადგინა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2022 წლის თებერვალში წლიურად 12.5%-ით გაიზარდა (+2.6% თ/თ) და 43.2 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ თებერვალში 17.8% შეადგინა (+0.8% თ/თ), წინა თვის 17.2%-იანი ზრდის შემდეგ. სექტორების მიხედვით, თებერვალში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, კორპორატიული დაკრედიტება წლიურად 16.1%-ით გაიზარდა, წინა თვის 15.6%-იანი ზრდის შემდეგ, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 19.5% შეადგინა (+18.8% წ/წ იყო წინა თვეში). ამასთან, იპოთეკური სესხების პორტფელი წლიურად 12.0%-ით გაიზარდა თებერვალში, წინა თვის 11.6%-იანი ზრდის შემდეგ. 2022
წლის თებერვალში სესხების დოლარიზაციამ 51.0% შეადგინა (-4.27პპ წ/წ და +0.99პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხები 2.0%-ს გაუტოლდა (-0.55პპ წ/წ და უცვლელი თ/თ).
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების წლიური ზრდა 2022 წლის თებერვალში 8.7%-მდე შენელდა, წინა თვეში დაფიქსირებული 11.5%-იანი ზრდის შემდეგ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით და 37.6 მლრდ ლარი შეადგინა.
ვალუტების მიხედვით, თებერვალში როგორც ლარის, ისე უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა, შესაბამისად, 11.0%-მდე (+13.3% წ/წ წინა თვეში) და 7.4%-მდე (+10.3% წ/წ წინა თვეში) შენელდა. ამასთან, თებერვალში დეპოზიტებისდოლარიზაციამ 59.3% შეადგინა (-2.39პპ წ/წ და +0.67პპ თ/თ).

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …