განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ისევ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

თბილისი (BPI) – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ისევ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …