გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სტიქიით დაზარალებული ფერმერებისთვის USAID 1 მლნ-ს გამოყოფს

თბილისი (BPI) – გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტიქიით დაზარალებული ფერმერებისთვის USAID 1 მლნ დოლარს გამოყოფს.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას მყისიერი თანადგომისთვის. ჩვენ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს.

შიდა ქართლში ძლიერი სეტყვის შედეგად საგანგებო ვითარება შეიქმნა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილს მოსავალი სრულად გაუნადგურდა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლობის მხარდაჭერა ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია.

ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა აშშ-ის მთავრობის მხრიდან; საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა“ ფარგლებში, გორისა და ქარელის მოსახელობა ფინანსურ დახმარებას მიიღებს საარსებო წყაროს უზრუნველსაყოფად. მათ საშუალება მიეცემათ განაახლონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა.

ეს არის ქართული და ამერიკული მხარეების მიერ შექმნილი სწრაფი რეაგირების პროექტი, რომლითაც ჩვენს ხალხს მიზნობრივ დახმარებას გავუწევთ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …