გალტ & თაგარტი The Next 100 Global Awards 2020-ის გამარჯვებულია

თბილისი (BPI) – საერთაშორისო გამოცემამ Global Banking & Finance Review-მ გალტ & თაგარტი The Next 100 Global Awards 2020-ის გამარჯვებულად დაასახელა. ეს ნომინაცია ავლენს ყველაზე საინტერესო, ინოვაციურ და პერსპექტიულ ბიზნესებს მსოფლიოს მასშტაბით. ჯილდო სწორედ იმ კომპანიებს გადაეცათ, რომლებიც მუდამ მზად არიან მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების თუ სერვისების მიწოდება უზრუნველყონ.

გალტ & თაგარტ-მა ორი ჯილდო სხვადასხვა კატეგორიებში – საბროკერო მიმართულებით და საინვესტიციო საბანკო მიმართულებებით მიღწეული წარმატებისათვის მოიპოვა.

„მოხარული ვართ, რომ Global Banking & Finance Review-მ გალთ & თაგარტი მსოფლიოს მასშტაბით 100 ყველაზე ინოვაციურ და პერსპექტიულ კომპანიას შორის დაასახელა. პროგრამის ფარგლებში 2 ჯილდო საბროკერო და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით მოგვენიჭა. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და კვლავ აქტიურად განვაგრძობთ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური შესაძლებლობების შექმნას“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

ინფორმაციისთვის, Global Banking & Finance Review წამყვანი ონლაინ და ბეჭდვითი ჟურნალია, რომელიც საბანკო, საბროკერო, დაგროვილი ქონების და სხვა საინვესტიციო მიმართულებით უმაღლესი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყობს. მას 200-ზე მეტ ქვეყანაში კითხულობენ. მკითხველთა შორის არიან დიდი საერთაშორისი კომპანიების აღმასრულებელი პირები, ფინანსური ინსტიტუტები, ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები და ფინანსური ბაზრებით დაინტერესებული პირები.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …