გაკოტრების ახალი კანონის ხიბლი – სახელმწიფო ადგილს ბიზნესს უთმობს

თბილისი (BPI) – გადახდისუუნარობის კანონპროექტი საპარლამენტო განხილვა იწყება. კანონპროექტს აქვს 2 მთავარი უპირატესობა: 1)აღსრულების ეროვნულ ბიუროს  აღარ იქნება ექსკლუზიური უფლება გადახდიუუნარობის საქმეში. 2) ფინანსთა სამინისტროს  უპირატესობა ბიზნესის გადახდიუუნარობის საქმეში იქნება დათმობილი.

მთავარი ხიბლი სახელმწიფოს ჩაჩოჩებაა და  არაუზრუნველყოფილი კრედიტორებისთვის   ადგილის დათმობაა. მოქმედი  კანონით,  რეაბილიტაციისას უპირატესი უფლებით უზრუნველყოფილი კრედიტორი სარგებლობს (რაც ახალშიც ასევე დარჩება. GIZ საკუთრების უფლების დაცვის ფუნდამენტურ ნორმას, ცხადია, აღიარებს), შემდეგ მოდის სახელმწიფო და მოვალეს სხვა კრედიტორები. ამასთან მოქმედი კანონით რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში უზრუნველყოფილი კრედიტორის ხმასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ცვლილება ხმების თანაბრად გადანაწილებას, სახელმწიფოს ჩაჩოჩებას და რეაბილიტაციის გეგმის შემუშავების ვადის შემოსაზღვრას ითვალისწინებს, 12 თვით. რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები გაურკვეველი ვადით ვეღარ გაახანგრძლუივებს პროცესს.   ვადის გასვლის შემდეგ კომპანია ავტომატურად გაკოტრების პროცესში გადავა, რაც არც მოვალეს ინტერესშია და არც მისი კრედიტორების.

ამასთან ახალ კანონში არაუზრუნველყოფილი ქონება მხოლოდ არაუზრუნველყოფილი კრედიტორებისკენ მიემართება. 

მაგალითისთვის ბოლოდროინდელი საქმეებიდან „გუდვილის“ რეაბილიტაციას მოვიხმობთ, 2014 წელს დაიწყო და „გუდვილის“ ცნობით, 1 წელია, რაც მე-6 რიგის კრედიტორების გასტუმრების პროცესია, რომელთა მიმართ 25 მლნ-მდე დავალიანება იყო (რეაბილიტაცია 2022 წელს სრულდება).

გადახდისუუნარობის კანონის განახლების აუცილებლობაზე წლებია საუბრობენ,  რეალური ნაბიჯები კი არ გადადგმულა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …