თბილისი (BPI) – სემეკის გადაწყვეტილებით, ტარიფები არც ერთი კომპანიის შემთხვევაში არ გაზრდილა.
სემეკმა ბუნებრივი გაზის სექტორში გრძელვადიანი სამომხმარებლო ტარიფები პირველად დაადგინა და ტარიფების გადათვლა მომდევნო სამი წლის განმავლობაში არ იგეგმება. ახალი ტარიფები ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვარს და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
შპს „თბილისი ენერჯის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფი, რომელსაც უშუალოდ მოქალაქეები იხდიან უცვლელია და შეადგენს 46.137 თეთრი/მ3-ს. აღნიშნული ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფია 46.139 თეთრი/მ3).
შპს „თბილისის ენერჯისთვის“ დადგინდა რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფი 26.810 თეთრი/მ3-ის ოდენობით, განაწილების საქმიანობის ტარიფმა შეადგინა 10.395 თეთრი/მ3-ს, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი განისაზღვრა 1.895 თეთრი/მ3-ით.