გადაზიდვებში სარკინიგზო მიმართულება ლიდერობს, საჰაერო ტვირთები შემცირებულია

თბილისი (BPI) –  სატრანსპორტო დარგის 11 თვის გადაზიდვები  38.1 მლნ ტონაა (+1მლნ ტ Y.Y). გაზრდილია საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობაც, 15.8 მლნ ტონამდე (+ 2 მლნ ტ Y.Y).

საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავული კონტეინერები – 584 879 TEU ერთეული (+41.7% Y.Y). 11 თვეში გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა უკვე აღემატება 2018 წლის ჯამურ მაჩვენებელს (453 938 TEU ერთეული).

საანგარიშო პერიოდში სამოქალაქო ავიაციამ 22.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, გასული წელთან შედარებით, ნაკლები 11m/2018 -23.3 მლნ ტ).

გაიზარდა რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთები, 9.8 მლნ ტონამდე,  0.8 მლნ ტონით მეტი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდზე.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …