თბილისი (BPI) – კომპანია HUAWEI-მ Black Friday-ს გათამაშებაში გამარჯვებულ მომხმარებლებს საჩუქრები გადასცა. გამარჯვებულები HUAWEI Watch GT-სა და HUAWEI P30-ს მფლობელები გახდნენ.
„HUAWEI-ს Black Friday-სთან დაკავშირებული კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და მომხარებელს მორიგი გათამაშება და საინტერესო საჩუქრები შესთავაზა. კამპანია ერთი კვირის მანძილზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდიანრეობდა, რომლის ფარგლებშიც 6 ჭკვიანი საათი (HUAWEI Watch GT) და ერთი ფლაგმანური ტიპის სმარტფონი (HUAWEI P30) გათამაშდა. 7 გამარჯვებულის გარდა, დამატებით საჩუქარი, HUAWEI-ს bluetooth ყურსასმენები, კამპანიის ერთ-ერთ აქტიურ წევრსაც გადეცა, რომელიც გათამაშებაში 29 ნოემბერს ჩაერთო. მან HUAWEI-ს სხვადასხვა პროდუქტი შეიძინა და განათავსა საკმაოდ ემოციური ვიდეო საჯარო პოსტის სახით, წესების შესაბამსიად. თუმცა ძალიან ცოტა დააკლდა რომ P30 მოეგო. მის ვიდეოში შეძენილ პროდუქტებს შორის არ იყო ყურსასმენები, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს პროდუქტი ჩვენ გვეჩუქებინა“ – განმარტავენ კომპანაიში.
„საკმაოდ საინტერესო გათამაშება იყო. ჩემი შვილის ფოტო ავტვირთეთ კომპანიის ფეისბუქ გვერდზე, დავაგროვეთ ყველაზე მეტი მოწონება და შედეგად მოვიგეთ HUAWEI P30. HUAWEI-მ საახალწლო საჩუქარი გაგვიკეთა და მადლობა მას,“ – მონაწილეობის დეტალებზე საუბრობს გამარჯვებული თორნიკე ჟორჟოლიანი.
„ერთ დღეს აღმოვაჩინე რომ HUAWEI ათამაშებდა ჩემი ოცნების სმარტ საათს, რომელიც დიდი ხანია მინდოდა. ამისათვის შევიძინე ჰუავეის სმარტფონი, რომელიც ასევე დიდი ხანია მინდოდა. შედეგად გავხდი გამარჯვებული და ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ყველას ვურჩევ მოიწინოს HUAWEI -ს ფეისბუქ გვერდი და სამომავლოდ, ჩაერთოს ანალოგიურ გათამაშებაში, ეს რეალურია“, – აღნიშნავს გიორგი საბიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გათამაშებაში მონაწილეობის წესები საკმაოდ მარტივი იყო. მსურველს 25 ნოემბრიდან – 1 დეკემბრის ჩათვლით უნდა შეიძინა HUAWEI-ს ნებისმიერი სმარტფონი, მოეწონებინა კომპანია HUAWEI-ს facebook გვერდი (https://www.facebook.com/HuaweimobileGE/) ან/და გამოიწერათ ის Instagram-ზე და იმავე დღესვე გააზიარებინა ემოცია (ფოტო ან ვიდეო მასალა) საჯარო პოსტის სახით, ჰეშთეგით: #გააზიარებედნიერება. გათამაშებაში მონაწილე მომხმარებლებიდან, გამარჯვებულად ჩაითვლებოდა ის ვისი პოსტიც ყველაზე მეტ რეაქციას დააგროვებდა მომდევნო დღის 13:00 საათამდე. მთავარი პრიზი HUAWEI P30 უშუალოდ პარასკევს დღეს, 29 ნოემბერს გათამაშდა.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.