ბულგარულ ტურ-ოპერატორებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობენ

თბილისი (BPI) – რუსეთის მიერ გამოცხადებული “ტურისტული ემბარგოს” ფონზე, დიპლომატიური კორპუსი უცხოურ ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრომოუშენს აძლიერებს. ამ მიზნით 5 ივლისს, ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით პრეზენტაცია “გაიცანი საქართველო” გაიმართება, რომელსაც  ბულგარეთში მოქმედი ტურ-ოპერატორები, სასტუმროები და ავიაკომპანიების წარმომადგენლები და ტურიზმის სფეროზე მომუშავე ჟურნალისტები დაესწრებიან.

როგორც ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი  თამარ ლილუაშვილი აცხადებს, პრეზენტაციაზე წარსადგენად კარგი იქნება ქართველი ტურ-ოპერატორებისგან თუ იქნება მიწოდებული ინფორმაციას მათი ტურისტული პაკეტებისა და ზოგადად შეთავაზებების შესახებ.

“ფაქტია, დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ სხვადასხვა მიმართულების ტურიზმის კუთხით, მათ შორისაა რელიგიური ტურიზმი“, – აცხადებს თამარ ლილუაშვილი, რომელიც ბულგარეთის პატრიარქის შემდეგ ციტატას იშველიებს: „Bulgarian Orthodox Church will put Georgia’s holy places on the list of sites to visit to promote religious tourism“ – Patriarch of Bulgaria Neophyte).
ელჩის განმარტებით, ბულგარეთში ასევე მაღალია ინტერესი  ღვინისა და  გასტრომონიული ტურიზმის მიმართულებით.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …