ბორჯომის ისტორიული პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდება

თბილისი (BPI) – ბორჯომის ისტორიული პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

პარკის განვითარების გეგმაზე ადგილობრივმა მთავრობამ უკვე განაცხადა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია აცხადებს, რომ ინიციატივა პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს, რომელიც მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდება.

მასში მონაწილეობას ნებისმიერ დაინტერესებული პირი და საინიციატივო ჯგუფი შეძლებს. კონკურსის დასრულების შემდეგ ჟიურისა და საზოგადოების ჩართულობით, გამოვლინდება გამარჯვებული, რომელისთვისაც დაწესებული იქნება ფულადი ჯილდო.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …