ბოლონია, კიოლნი -Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს

თბილისი (BPI) – იტალიის ქალაქი ბოლონია და გერმანიის ქალაქი კიოლნი – ქუთაისის აეროპორტიდან ახალი მიმართულებებია, სადაც უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair-ი იფრენს.

ბოლონიის მიმართულებით ფრენები 2019 წლის ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ხოლო კიოლნის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 2020 წლის 1-ლი ივლისიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ორივე მიმართულებით უკვე შესაძლებელია.

Wizz Air უკვე დაანონსებულ ქუთაისი-ნიცას მიმართულებულებით ფრენებს 2020 დეკემბრის ნაცვლად, 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ავიაკომპანია მილანის მიმართულებით სიხშირეებსაც ზრდის და რეისები ქუთაისიდან კვირაში 4 ჯერ შესრულდება (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი).

Wizz Air-ი უკვე 7 წელია საქართველოს ავიაბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს. 2018 წლის მონაცემებით, ის მგზავრთა გადაყვანის კუთხით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერიც გახდა.

10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი განთავსდება, რომელიც ფრენების ევროპის 6 ახალი მიმართულებით: ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ბაზელში, ეინდჰოვენში, ტალინსა და ბარიში შეასრულებს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …