ბი ბოტის ოქროს დაბადების დღეა

თბილისი (BPI) – ბი ბოტი უკვე ორი წელია ახალ-ახალ მეგობრებს იძენს, უმარტივებს დაზღვევის პროცესებს და ყოველთვის მზად არის მოგზაური მეგობრების დასახმარებლად.

დაზღვევის პირველი ჩეთ ბოტი დღეს ორი წლის გახდა! ამ დროის განმავლობაში ბი ბოტმა 25,000-მდე მეგობარი შეიძინა 10000-ზე მეტი დააზღვია და 300 000 ზე მეტ მესიჯს უპასუხა. ბოტი მოგზაურების ყველაზე ერთგული მეგობარია, რომელიც მათ თავგადასავლებს 24 საათის განმავლობაში, პირდაპირ მესენჯერში აზღვევს.

ბიმ ამ პერიოდში ბევრი რამის სწავლა მოასწრო. მას შეუძლია პასპორტის/ID ბარათის დასკანერება, შენთან ერთად შენი მეგობრების დაზღვევაც და მონაცემების შენახვა იმისთვის, რომ ხელმეორედ შეძენისას თავიდან არ მოგიწიოს პირადი ინფორმაციის შეყვანა.

რაც მთავარია, საუბრის ბოლოს, შეგიძლია მასთან საუბარი, მარტივად, ემოჯით შეაფასო.

ჩეთს სამომავლოდ ასისტანსიც დაემატება, რომელიც მოგზაურებს სამოგზაურო შემთხვევის დაფიქსირებას გაუმარტივებს და მათ დახმარებას ჩეთშივე შეძლებს.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …