ბიზნეს სექტორის ბრუნვა 2018 წლის IV კვარტალში 22%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ბიზნეს სექტორის ბრუნვა ზირდება. “საქსტატის” მონაცემებით, მოცულობა 2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.9%-ით გაიზარდა და 25.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2018 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 11.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 9.6%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2018 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 51.6% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 19.7% – საშუალო, ხოლო 28.7% – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.3%, საშუალოზე – 25.8%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 33.9%.

საწარმოებმა მთლიანობაში 2018 წლის IV კვარტალში 16.5 მლრდ. ლარის (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტი) საქონლი და მომსახურება შეიძინეს, გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 10.2 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8 პროცენტით მეტი).

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …