ბიზნეს ამქარი – აკადემიური სექტორი ბიზნესისთვის

„ბიზნეს ამქარი“ – აკადემიური სექტორი ბიზნესისათვის

თბილისი (BPI) – თიბისი ახალ ინოვაციურ პროექტზე აცხადებს -„ბიზნეს ამქარი“ , რომელიც A2B (Academy to Business) მოდელზეა აგებული და GIPA -სთან ერთობლივად განახორციელებს. GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა და ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ქურდიანმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

პროექტის იდეა: პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს აკადემიისა და ბიზნესის სექტორის გადაკვეთაში, რათა აკადემიურმა სექტორმა ხელშესახები სარგებელი მოუტანოს ბიზნესს. პროექტის ფარგლებში,GIPA-ს სტუდენტები, ლექტორების მენტორობით, სხვადასხვა მომსახურებას  გაუწევენ თიბისი ბანკის პროექტ, სტარტაპერის პროგრამის მონაწილე კომპანიებს. მომსახურებების მენიუ მოიცავს კომპანიების ორგანიზაციული და მართველობითი სისტემების გამართვის, მარკეტინგის, ფინანსების, საოპერაციო საქმიანობის, კრეატიულ და სამართლებრივ საჭიროებებთან დაკავშირებულ (საერთო ჯამში 80-მდე) სერვისის გაწევას.  პროექტი, GIPA-ს საგანმანათლებლო პროგრამებში ინსტიტუციონალიზებულია, რომელიც ასევე ხდება პროექტ  სტარტაპერის ინტეგრირებული ნაწილი.

ხედვა: პროექტის ხედვაა, A2B (Academy to Business) მიდგომის გაფართოება და პროექტში სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების ჩართულობის ზრდა.

რატომაა საინტერესო: აღნიშნული ინიციატივა, თავის მასშტაბიდან გამომდინარე,  წარმოადგენს საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის პირველ სიღრმისეულ პრეცენდენტს საქართველოში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …