ბერნში “ქართული ღვინის ფორუმი“ გრძელდება

შვეიცარიაში, ბერნის კულტურის სახლში „Casino Bern” „ქართული ღვინის ფორუმი“ 29 ოქტომბერს გაიხსნა. ფორუმში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „შატო მუხრანი“, „თელიანი ველი“, „შილდა“, GWS, „წინანდლის მამული“, „კონჭო და კომპანია“, „ნაბერაული“ და „ნიკოლაიშვილების ღვინის მარანი“ მონაწილეობენ.
„ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. ასეთი მასშტაბით ბერნში პირველად ხდება ქართული ღვინის წარდგენა. შვეიცარიაში ქართულ ღვინოს არ იცნობენ სათანადოდ; შეიძლება ითქვას, ეს არის პირველი ნაბიჯი, რათა მომავალში, მეტი მუშაობით, ცნობადობის გაზრდით, უფრო მეტად პოპულარული გახდეს ჩვენი ღვინო. სახელმწიფო აქტიურად უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის“, – აღნიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინის სამთავროში, რევაზ ლომინაძემ.
ქალაქ ბერნში, „ქართული ღვინის ფორუმი“ ფესტივალის „FERNWEH” ფარგლებში იმართება. აღნიშნული ფესტივალი უცხო ქვეყნების კულტურის ადგილობრივებისთვის გაცნობას გულისხმობს და მასში არაერთი ქვეყანა მონაწილეობს.
ფორუმი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს, „ქართული ღვინის გალერის“ (GeoHaus GmbH) და „ქართული კულტურის ცენტრის შვეიცარიაში“ ორგანიზებით ტარდება.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …