ბევრი საწარმო უნდა გარდავქმნათ, შევიტანოთ კორპორატიული მმართველობა, უნდა გაიზარდოს მათი შემოსავლები – პრემიერი

ამასთან დაკავშირებით იყო მოსაზრებები რამდენიმე წლის წინ, პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, შემდეგ ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი, ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო, მათ შორის, ხაზარაძისა და სხვა ბანკირების მხრიდან, რო მათ არ უნდოდათ კონკურენციაში შესვლა, კონკურენციაში რომ შესულიყო სახელმწიფო და მთავრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სახელმწიფო ბანკის შექმნას ეხებოდა.

პრემიერის თქმით, ეს საკითხი ღიაა.

„ეს საკითხი ღიაა, არ მაქვს ამაზე დღეს პასუხი, თუ გექნებათ მოსაზრებები, სიამოვნებით მინდა, რომ მოგისმინოთ და გამიზიაროთ, გავითვალისწინო თქვენი მოსაზრებები, იდეები“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე.

„რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების რეფორმას. ეს პროცესი დაწყებული გვაქვს, ამ რეფორმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროცესში ჩართული გვყავს პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და რეფორმის მთავარი მიზანი, სწორედ ამ საწარმოების ფინანსური მდგომარეობის და შედეგების გაუმჯობესებაა. ძალიან ბევრი საწარმო უნდა გარდავქმნათ, შევიტანოთ კორპორატიული მმართველობა, უნდა გაიზარდოს მათი შემოსავლები, მათი მომგებიანობა და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს ფინანსთა სამინისტრო“, – განაცხადა პრემიერმა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …