ბაღების კვებით მომარაგებაზე ახალ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება

თბილისი (BPI) – ბაღების საკვებით მომარაგებაზე მერია მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან აწარმოებს.

თბილისის მერის თქმით, რომელიმე მათგანთან ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება, მანამდე კი კვებით მომარაგებას თავად საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები უზრუნველყოფენ.

“ნილთანმ ხელშეკრულების გაწყვეტაზე კალაძემ განაცხადა, რომ „ნილი“ ჯეროვნად ასრულებდა თავის უფლებამოსილებას, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მათ სერიოზული ხარვეზები ჰქონდათ ბაღებისთვის საკვების მოწოდებასთან დაკავშირებით. “დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის,  ძალიან სწრაფად გამოესწორებინათ, თუმცა კომპანიამ ეს ვერ შეძლო და ხელშეკრულება გავუწყვიტეთ. სრული პასუხისმგებლობით და გულწრფელად ვუთხრა აღსაზრდელების მშობლებს, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. დღეს კვებით მომარაგებას უზრუნველყოფენ თვითონ ბაღები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

10 წლის განმავლობაში პირველად – Google-მა ლოგოტიპი განაახლა

კომპანიამ Google 2015 წლის შემდეგ ლოგოტიპი პირველად შეცვალა – ასო G ახლა წარმოდგენილია კომპანიის ფერების გრადიენტული გადასვლით. …