ბატიაშვილი ტექნოლოგიებს ირჩევს

თბილისი (BPI) – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი სკოლაში ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მიხეილ ბატიაშვილი აღიარებს, რომ მიდგომა შესაცვლელია სასწავლო პროცესის მიმართ.

„ცვლილებები უნდა განხორციელდეს თვითონ კლასში და ორიენტირებული უნდა იყოს ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის ანალიტიკური უნარები, ამოცანების გადაწყვეტაზე ორიენტირება, გუნდურობა, კრეტიულობა. დღეს მართალც შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ 150 სკოლაში, ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ვასრულებთ იმ გეგმებს, რომელთაც ამ ტრიბუნიდან რამდენიმე თვის წინ დაგპირდით. 2022 წელს ახალი სასწავლო მიდგომა დედაქალაქისა და რეგიონის ყველა სკოლაში დაინერგება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისი თქმით, ახალი სასწავლო წლიდან 55 000 ახალი კომპიუტერი შევა სკოლებში, ნეთბუკებს სრულყოფილი კომპიუტერები ჩაანაცვლებს და კომპიუტერებში იქნება დაინტეგრირებული ყველა ლიცენზირებული პროგრამა.

ამბობს, რომ დღეს სკოლა ინტერნეტის გარეშერ წარმოუდგენელია და წელს სკოლების მეოთხედი ფაქტიურად გადაფარულია უკაბელო ინტერნეტით.

შემთხვევითი სიახლე

ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს – ლაშა ხუციშვილი

ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს და ჩვენი …