ბანკს მივმართავ, აბსოლუტურად დასაბუთებულად ჩამოვუყალიბებ ჩვენ მოთხოვნებს, რომ სპეკულაციების თემა აღარ არსებობდეს – თიბისი ბანკის ბრიტანელი აქციონერის ადვოკატი

მე ბანკს მივმართავ მომდევნო კვირას, რაზეც ვაცნობებ მედიას და აბსოლუტურად დასაბუთებულად და გარკვევით ჩამოვუყალიბებ ჩვენ მოთხოვნებს, რომ ყოველგვარი სპეკულაციების თემა აღარ არსებობდეს და აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ რატომ ვითხოვთ და გვაქვს თუ არა ამ მოთხოვნის უფლება, იმიტომ რომ ჩვენი მოთხოვნა არის ლოგიკური, დასაბუთებული, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის, იან მალკოლმ ჰოქის ადვოკატმა, დიმიტრი ტორაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ფინანსურ ინსტიტუტზე ვსაუბრობთ, სააქციო საზოგადოებაზე, მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაზე, ხომ არ ვსაუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე და ისეთ ინსტიტუტზე, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და საერთოდ არ აინტერესებს მოგება. მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაზე ვლაპარაკობთ და უარს ვამბობთ კაპიტალიზაციაზე – რა ლოგიკაა ამაში.
დავის მოგების შემთხვევაში, ეს ფული უნდა დაუბრუნდეს იმას, ვინც დაზარალდა. ვინ დაზარალდა – სესხი გასცა სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკმა“ და მას უნდა დაუბრუნდეს ეს ფული. შესაბამისად, რაც უფრო მეტი იქნება კაპიტალიზაცია, სააქციო საზოგადოებაში, შესაბამისი ნომინალის მიღებით, მით უფრო მეტი იქნება ჩემი კლიენტის აქციების ფასი. ამ შემთხვევაში, „თიბისის“ იმდენი აქციონერი ჰყავს, რომ 0.21%, კიდევ უფრო მაღალი და კიდევ უფრო დაბალი პროცენტი, ყველა, ყველა ბენეფიციარის, მათ შორის ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის აქციების ნომინალიც მოიმატებს თუ კაპიტალიზაცია 40 მილიონით გაიზრდება. ასე რომ ძალიან ლოგიკურია რომ აქციონერებს აქვთ პირდაპირი ინტერესი გაიზარდოს კაპიტალიზაცია. ეს ის საკითხია, რომელიც სპეკულაციის საგანს, საერთოდ არ ტოვებს“, – განაცხადა ადვოკატმა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …