ბანკირი კურსის $1/₾2.7 -თან მიახლოებას ელის

თბილისი (BPI)- $1 – ₾2.8333. ჩვენ ვინარჩუნებთ პროგნოზს, – თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ ბიზნესპარტნიორში ლარის ემოციურ გადახრაზე განაცხადა და კურსზე აქამდე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები გამორიცხა- სავაჭრო პარტნიორების მხირდან საფრთხეები. 1. ეს არ არის საგარეო წბეხი, მეზობლების მხრიდან, ევრო პყარდება 2. ლარი უკვე მნივნელოვნად იყო გაუფასურებული და ინფლაციის რისკებს ქმნიდა. 3. კარგია რომ ზაფხულის სეზონს ემთხვევა და სავალუტო შემოდინებები გადინებებზე უფრო მეტი იქნება.

თიბისის კვლევაში რუსი ტურისტების განახევრების დაშვებით მაქსიმალური დანაკლისი $230 მლნ -ია და ეკონომიკის ზრდაზე ეფექტი 0.7%-ული პუნქტი. ნადარაია ვარაუდობს, რომ წელს 4% ზრდა შენარჩუნდება. არსებული პროგნოზია -4.7%, რომლის გადაჭარბების მოლოდი იყო გავრილოვის ინციდენტამდე. ნადარაიამ ოპტიმალურ 5% პროგნოზზე აღნიშნა. ამასთან ფისკალური სტიმულირების ინსტრუმენტებზეც მიანიშნა. დაგეგმილია საკრედიტო რეგულაციების შერბილება. იპოთეკურის ნაწილში. ეს ჭარბი რისკების აღების გარეშეა შესაძლებელი.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …