ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

თბილისი (BPI) – კახეთში ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზა აშენდება.

მშენებლობისთვის ამ ეტაპზე, საპროექტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.

ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზა დაახლოებით 16 კმ. სიგრძის იქნება. მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ სიხშირეს განაპირობებს.

პრობლემების მოსაგვარებლად, დაგეგმილია შემოსავლელი გზის მოწყობა ალაზნის ველის მხარეს, რომელიც დააკავშირებს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან, მჭიდროდ დასახლებული სოფლების: ბაკურციხის, კარდენახის, ანაგის, ვაქირის, მაშნაარის, საქობოს და წნორის გვერდის ავლით.

მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სტენდი IMTM 2026-გამოფენაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია – თემო მაჭარაშვილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო სექტორის 30-ზე მეტ წარმომადგენელთან ერთად, ისრაელში, თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში …