ბათუმში სასტუმრო “Best Western Premier“-ი გაიხსნა

თბილისი (BPI) – ბათუმს კიდევ ერთი ხუთ ვარკსვლავიანი სასტუმრო “Best Western Premier”-ი შეემატა.

სასტუმრო ამერიკული საერთაშორისო ბრენდის “Best Western Hotels & Resorts”-ის ფრენჩაიზია. სასტუმროში 14 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. 104 ნომერზე გათვლილი სასტუმრო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. მე-13 სართულზე განთავსებულია რესტორანი ტერასით და ლაუნჯ-ბარი, ასევე 2-სართულიანი სპა ცენტრი. საქმიანი ვიზიტებისა და შეხვედრებითვის სასტუმროში მოქმედებს 2 საკონფერენციო დარბაზი და ბიზნეს-ცენტრი. ამ ეტაპზე სასტუმროში დასაქმებულია 50 ადამიანი.

Best Western Hotels & Resorts არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სასტუმრო ქსელი. კომპანიის 72 წლიანი არსებობის განმავლობაში ის 100-ზე მეტ ქვეყანაში 4500-ზე მეტ სასტუმროსითვლის.

სასტუმრო, რომელიც ფეხით სავალ მანძილზეა შავი ზღვის სანაპიროსთან, ფრანგულ მუსიკალურშადრევნებთან, აკვა-პარკთან და იუსტიციის სახლთან, იდეალურია როგორც დასვენების კუთხით, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.

შემთხვევითი სიახლე

42 ქართული ტურისტული კომპანია „China Ready“ პროგრამაში ჩაერთო

ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე კავშირების დამყარებისა და საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, …