ბათუმი ცენტრალი მსურველებს საქართველოს ნებისმიერი კუთხისკენ ვერტმფრენით გადაყვანის სერვისს სთავაზობს

თბილისი (BPI) – “ბათუმი ცენტრალმა“ ახალი სერვისი დაამატა. ამიერიდან კომპანია მგზავრებს, საქართველოს ნებისმიერი კუთხის მიმართულებით, ვერტმფრენით გადაადგილების შესაძლებლობასაც აძლევს. საჰაერო ხომალდით 6 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. ვერტმფრენით მომსახურების ტარიფები კი ასეთია:

-10 წუთი-420 ევრო (1 ადამიანი – 70ევრო)
-15 წუთი-600 ევრო (1 ადამიანი – 100ევრო)
-30 წუთი-1200 ევრო (1 ადამიანი – 200 ევრო)
-60 წუთი-2400 ევრო (1ადამიანი – 400ევრო)

თუმცა თუ ფრენის მსურველთა რაოდენობა 6 მგზავრზე ნაკლებია, მაშინ ფრენის საერთო ღირებულება, მაგალითად, 10 წუთიანი ფრენის ფასი 420 ევრო გაიყოფა მგზავრთა იმ რაოდენობაზე, რომელსაც აღნიშნული სერვისის მიღება სურთ.

დაინტერესებულ პირებს, ვისაც ბათუმიდან საქართველოს ნებისმიერი კუთხის მიმართულებით, ვერტმფრენით, გადაადგილება სურთ, შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომერზე: +995 595 08 40 76 ან Whats app +995 597 36 80 08;

„ბათუმი ცენტრალის“ Facebook-ის გვერდზე განთავსებული ვერტმფრენის ფოტოს მიხედვით, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი კომპანია „ჯეო სქაია“.  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული რეესტრის მიხედვით,  „ჯეო სქას“ საჰაერო ხომალდი A109K2, რომლის საბორტე ნომერიცაა 4L-UKA, სააგენტოს რეესტრში 2018 წლის 10 სექტემბრიდან ფიქსირდება.

საჰაერო ხომალდი 1995 წელსაა გამოშვებული.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …