ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

ბათუმის სტადიონმა საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა.

,,პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაში გაიმარჯვა. გამარჯვებულების გამოვლენა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ჟიურის მიერ განხორციელდა.

ამ გამარჯვებით სტადიონი წარდგენილი იქნება მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d’Excellence Awards, რომელიც 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება” – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა და სტადიონის მშენებელმა კომპანია ,,ანაგმა” უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 – ოსკარი მოიპოვა.

 

შემთხვევითი სიახლე

ჩინელი მწარმოებლები მაღაზიებს რუსულ ონლაინ პლატფორმებზე ხსნიან

რუსული სავაჭრო პლატფორმები აქტიურად იზიდავენ ჩინელ მოვაჭრეებს, რომლებიც ცდილობენ სანქციების პირობებში ახალი ბაზრების პოვნას. აღნიშნული …