ბათუმის ბულვარი შშმ პირებს ადაპტირებულ გარემოს ჰპირდება

თბილისი (BPI) – წელს, ტურისტული სეზონისთვის ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.

პროექტის ფარგლებში, პლაჟზე გადასასვლელი ხის ბილიკები, საშხაპეები და გამოსაცვლელი, ასევე, ადაპტირებული საპირფარეშოები მოეწყობა.

შშმ პირები ბათუმში ზღვის ტივტივა ეტლებით სარგებლობას შეძლებენ. ბათუმის ბულვარმა ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ტივტივა ეტლების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 41 525 ლარია. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება და შშმ პირებს ზღვაში დამოუკიდებლად შესვლის საშუალებას მისცემს.

პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას ემსახურება.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …