ბაზისბანკმა SME ბიზნესის დასაკრედიტებლად $9,4 მლნ-ის საკრედიტო რესურსი მოიზიდა

თბილისი (BPI) – ResponsAbility Financial Inclusion Investments 2019 მა ბაზისბანკს 9 400 000 დოლარის (ექვივალენტი ევროში) საკრედიტო რესურსი გამოუყო.

კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად საკრედიტო ხაზი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას  მოხმარდება. ბაზისბანკსა და „ResponsAbility”-ს შორის თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში ბანკმა ენერგოეფექტურობის  და ენერგიის დაზოგვის პროექტების პოპულარიზაციისთვის  10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის რესურსი მიიღო.

საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობა ბაზისბანკს საშუალებას აძლევს, მცირე და საშუალო ბიზნესს შესთავაზოს, როგორც შეღავათიანი პირობები  პროდუქტებსა და მომსახურებზე, ასევე  ინოვაციური გადაწყვეტილებები მათ საქმნიანობაში, რითიც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

ResponsAbility Investments AG უცხოური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კერძო  და საჯარო კომპანიებს სხვადასხვა ტიპის პროფესიულ საინვესტიციო მომსახურებებს სთავაზობს. კომპანია 90 ქვეყანაში ოპერირებს და დაარსების დღიდან 9 მილიარდი აშშ დოლარი აქვს ინვესტირებული.

შემთხვევითი სიახლე

ეროვნულმა ბანკმა ლიბერთის გამორჩეული თანამშრომელი – მანანა აკობია დააჯილდოვა

დღეს, 8 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ბანკირთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროფესიული …