ბაზისბანკი მომხმარებელს კომუნალური გადასახადების დისტანციურად გადახდას უფასოდ სთავაზობს

თბილისი (BPI) – ბაზისბანკი მომხმარებელს კომუნალური გადასახადების დისტანციური არხებით უფასოდ გადახდას სთავაზობს.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ინტერნეტ და მობაილ ბანკით.

სერვისი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს კომუნალური გადასახადები უფასოდ ნებისმიერ დროს გადაიხადოს ან ავტომატური გადახდების სერვისი გააქტიუროს.

ბაზისბანკში აცხადებენ, რომ ინტერნეტ და მობაილ ბანკი არის საბანკო ანგარიშების მართვის თანამედროვე, მოხერხებელი და უსაფრთხო სისტემა.

ელექტრონული მომსახურების საშუალებით შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, ანგარიშების კონტროლი და გადახდების წარმოება.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …