ახვლედიანი: APM Terminals-ისთვის პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემით ანაკლიის პროექტი დასამარდება

თბილისი (BPI) – ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორი ლევან ახვლედიანი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფო „ეი პი ემ ტერმინალსზე“ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ნებართვას გასცემს, ანაკლიის პროექტი საბოლოოდ დასამარდება.

„ჩვენ სამი წელი გავატარეთ რამდენი ღრმაწყლოვანი პორტი არის გამართლებული მინდა სრული თავდაჯერებით გითხრათ რომ საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება. ანაკლია არის ერთადერთი ადგილი, სადაც შესაძლებელია ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა,“ – განაცხადა ლევან ახვლლედიანმა.

ამავდროულად ახვლედიანი აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმთან ერთად მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავაში აქციონერი საერთაშორიშო ინვესტორებიც ჩაერთვებიან.

კონსორციუმი ფინანსური ზარალის ანაზღაურების გარდა, არბიტრაჟში მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების აღდგენის მოთხოვნასაც აპირებს.

კონსორციუმი სამართლებრივ პროცედურებს ორ თვეში დაიწყებს.

ბიზნესპარტნიორი

 

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …