აჭარის მთავრობა ბულვარსა და სკვერში ელექტროტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვაზე დათმობას არ აპირებს

თბილისი (BPI) – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, პარკსა და სკვერში ელექტროტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

“საქმიან დილაში” თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ელექტრომობილების მფლობელებს 10-მდე ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზეს, თუმცა პოზიციების შეჯერება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ამბობს, რომ განიცდის იმ ადამიანების უკან მდგომი ოჯახების ბედს, რომლებზეც ამ გადაწყვეტილებამ გარკვეული ზეგავლენა იქონია, თუმცა მნიშვნელოვანია ბულვარში უსაფრთხოება.

“ბულვარი რეკრეაციული ზონაა და ნებისმიერი საფრთხის შემცველი მოძრაობები კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, საკრებულოს გადაწყვეტილება იყო სწორი. 51 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული კონკრეტულ ავარიებთან დაკავშირებით, რომლებიც სწორედ ეს ელექტრომობილები მონაწილეობდნენ”, – განაცხადა რიჟვაძემ.

ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკსა და სკვერში ელექტროტრანსპორტით გადაადგილება 1 მაისიდან იკრძალება.

შემთხვევითი სიახლე

10 წლის განმავლობაში პირველად – Google-მა ლოგოტიპი განაახლა

კომპანიამ Google 2015 წლის შემდეგ ლოგოტიპი პირველად შეცვალა – ასო G ახლა წარმოდგენილია კომპანიის ფერების გრადიენტული გადასვლით. …