აჭარის 2022 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა 1000 ბენეფიციარით იზრდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს. შესაბამისად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2022 წელს მილიონი ლარით იზრდება. 1000 ბენეფიციარით იზრდება ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა, ხოლო მილიონ ლარამდე იზრდება შშმ პირთა და ხანდაზმულთა დაფინანსება.

„რაც შეეხება საკუთრივ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებს, იცით რომ პანდემიის მიუხედავად, ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს ტყვიის შემცველობის პროგრამა ზოგადად ბათუმში და მთლიანად აჭარაში, რომლითაც სამწუხაროდ ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ამიტომ ამ მიმართულებით მომავალ წელს იზრდება ორსულ ქალბატონებში ტყვიის შემცველობისთვის განსაზღვრული საჭირო კვლევების დაფინანსება. მილიონ ლარამდე იზრდება შშმ პირთა და ხანდაზმულთა დაფინანსება. 1000 ბენეფიციარით იზრდება ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა. ეს ეხება როგორც აუტიზმის დიაგნოზით, ასევე ადრეული განვითარების პრობლემებით მყოფ ბავშვებს ჩვენს რეგიონში. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ საზღვარგარეთ მკურნალობა და წელს პირველად დაფინანსდა და გაგრძელდება საზღვარგარეთ გულის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …