აშშ-ში IQOS სისტემების გაყიდვა დაიწყო

თბილისი (BPI) – მარეგულირებელ ორგანოებთან  2 წლიანი მოლაპარაკებების შედეგად აშშ-ში თამბაქოს გახურების სისტემის IQOS  გაყიდვები დაიწყო

IQOS-ის პირველი მაღაზია ატლანტის ცენტრში გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ამერიკულ საზოგადოებაში ელექტრო სიგარეტების მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანნმრთელობის პრობლემის გარშემო  პანიკა შეიმჩნეოდა.

თუმცა   გახურებადი თამბაქოს სისტემებში სრულიად სხვა პრინციპი გამოიყენება- თამბაქოს გახურება და არა ნიკოტინშემცველი სითხე.

გარდა ამისა, ელექტრო სიგარეტებისაგან განსხვავებით, IQOS-სთან მიმართებაში არსებობს აშშ-ს  კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ადმინისტრაციის (Food and Drug Administration-FDA) დადებითი დასკვნა.

FDA-მ დაადგინა მკაფიო და მკაცრი მარკეტინგული მოთხოვნები, რომ ახალი სისტემების გაყიდვა მოხდება მხოლოდ სრულწლოვან მწეველებზე და არა ბავშვებზე და მოზარდებზე.

აშშ-ს კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული სისტემებში თამბაქოს გახურების პროცესისას გაცილებით ნაკლები ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა, ვიდრე ეს ჩვეულებრივი  სიგარეტის წვის პროცესში ხდება.

ამგვარად, ადმინისტრაციის დასკვნაში ნათქვამია რომ “IQOS-ში ნახშირბადის  მონოქსიდის ზემოქმედება უტოლდება გარემოს ზემოქმედებას, ხოლო აკროლეინისა და ფორმალდეჰიდის შემცველობის დონე შესაბამისად  89-95% და 66-91%-ით ნაკლებია, ვიდრე წვად სიგარეტებში”.

„FDA-ში  თამბაქოს ახალი ნაწარმის გაყიდვისწინა  შეფასების სანდოობის უზრუნველყოფა – თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირებასთან დაკავშირებული ჩვენი მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნებართვა თამბაქოს ახალ ნაწარმზე  არ ნიშნავს მათ  სრულ უსაფრხოებას,თუმცა ისინი მიზანშეწონილია  მწეველი მოსახლეობის  ჯანმრთელობის დასაცავად, მოსახლეობის მთელი რისკებისა და სარგებელის გათვალისწინებით.

რისკებისა და სარგებლის გათვალისწინებით, მათი მოხმარება მიზანშეწონილი არ არის ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად. საუბარია იმაზე, თუ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროდუქტებმა ახალგაზრდების მიერ ნიკოტინისა და თამბაქოს მოხმარებაზე და სრულწლოვანი მწეველებისთვის წვად სიგარეტზე სრული უარის თქმის შესაძლებლობაზე“- განაცხადა FDA-ს თამბაქოს ნაწარმზე კონტროლის ცენტრის დირექტორმა მიტჩ ცელერმა.

ექსპერტების თქმით, არსებობს აუცილებლობა ჩატარდეს დამატებითი კვლევები, იმის დასადგენად თუ რა გავლენას ახდენს IQOS-ის გრძელვადიანი მოხმარება ადამიანის ორგანიზმზე. თუმცა ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ „სისტემატიური ზემოქმედების შემცირებამ ზემოქმედების 15 ბიომარკერის მიხედვით, რომელიც სიგარეტიდან თამბაქოს გახურების სისტემებზე გადასვლისას დაფიქსირდა, შეიძლება გამოიწვიოს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების ალბათობის შემცირება”.

მოცემულ მომენტში, თუთუნის გახურების სისტემები IQOS მსოფლიოს 51 ქვეყანაში იყიდება . IQOS მსოფლიო ბაზარზე ჯერ კიდევ 2014 გამოჩნდა, გაყიდვები პირველად იაპონიასა და იტალიაში დაიწყო. აშშ-ში IQOS-ის გაყიდვებს აწარმოებს ექსკლუზიური ლიცენზიის მქონე კომპანია Altria Group.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

2035 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჭარბწონიანი იქნება

2023 წლის მარტში მსოფლიო სიმსუქნის ფედერაციამ World Obesity გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც დაასკვნა, რომ 2035 წლისთვის …