აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი 18%-ით გაიზარდა

ნიუ-იორკში, ქართულ რესტორანში „Chama Mama“ გამართულ ღონისძიებაზე, 10 ადგილობრივი იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი იყო 120 ქართული ღვინო, რომლებიც უკვე წარმატებით იყიდება აშშ-ის ბაზარზე. აქვე, პოტენციურ იმპორტიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ 118 ღვინის ისეთ ნიმუშს, რომელსაც ამერიკელი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Marq Energie Consulting’’ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
ქართული ღვინის საექსპორო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დეგუსტაციები ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოშიც გაიმართა.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტი ბოლო 7 წელია სტაბილურად მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 807 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …