აღსრულების ბიუროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შენობები ენერგოეფექტური გახდება

თბილისი (BPI) – აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შენობები ენერგოეფექტური გახდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდი აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შენობებში ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების მიზნით პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერს აცხადებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,003 მლნ ლარია.

მთავრობამ საჯარო შენობების ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესებას და ალტერნატიული ენერგიის გამოყენების მიზნით უკვე მიიღო ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციისგან (NEFCO) დაფინანსება.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …