აფხაზეთს დენი გრაფიკით მიეწოდება

თბილისი (BPI) – აფხაზეთში მომხმარებელს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება, მიზეზად „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დაწეული დონე სახელდება.

„ენგურჰესის“ დირექტორის ლევან მებონიას თქმით, წყალსაცავში დარჩენილია 15-20 დღის მარაგი.

“დაახლოებით 1-1.2 მილიონი კვტ.სთ-ის შეზღუდვაზეა საუბარი დღე-ღამის განმავლობაში“, – განაცხადა მებონიამ პირველ არხთან.

ზამთრის თვეებში აფხაზეთის ენერგომომარაგება განსაკუთრებით იზრდება. შედეგად, „ენგურჰესზე“ გამომუშავებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად რეგიონს მიეწოდება.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …