აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 15.8 %-ითაა გაზრდილი

2021 წელს ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) წინა წელთან შედარებით 13.6%-ით, ხოლო
2019 წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა, ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანიას თქმით, 2021 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან მარტამდე ენგურჰესი სარემონტო სამუშაოების გამო გაჩერებული იყო, მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, საბოლოო წლიური გამომუშავება, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა.

საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, 2011-2021 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საშუალოდ იზრდებოდა 4.2%-ით. ელექტროენერგიის შიდა მოხმარება წინა წელთან შედარებით 13.3%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა. 2021 წელს განხორციელდა ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობების განცალკევება (unbundling). პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 46%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით – 24%-ით გაიზარდა.

აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 15.8 %-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 43.5%-ით არის გაზრდილი. 2011-2021 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) საშუალოდ იზრდებოდა 2.3%-ით. საანგარიშო წელს, ელექტროენერგიის იმპორტი წინა წელთან შედარებით 24.6%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 23.3%-ით გაიზარდა. ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელზე 2.5-ჯერ, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 61%-ით მეტია.

საანგარიშო წელს განხორციელდა 1,184 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი, რაც 11.6-ჯერ აღემატება 2020 წლის რაოდენობას. საანგარიშო წელს ელექტროენერგიის ფაქტობრივმა დანაკარგებმა ენერგოსისტემაში (გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში ჯამურად) შეადგინა 5.71%, მათ შორის გადამცემ ქსელში – 1.88% ხოლო განაწილების ქსელში – 3.83%. გადამცემ ქსელში დანაკარგმა შეადგინა 2.32%, რაც 20.8%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში დანაკარგმა შეადგინა 9.72% (1.1%-ით მეტი წინა წელთან შედარებით), ხოლო სს „თელასის“ ქსელში – 2.83% (50%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით).

2020 წელს ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისათვის
დადგენილი ნორმატიული დანაკარგების სიდიდეები, რომლებიც განსაზღვრულია მომდევნო რეგულირების პერიოდისათვის (2021-2025 წ.წ.), 2021 წლისთვის უცვლელია, კერძოდ, გადამცემ ქსელში – 1.76 % (მ.შ. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ – 1.34 %; სს „საქრუსენერგო“ – 0.21%; შპს „ენერგოტრანსი“ – 0.21%); სს „თელასის“ ქსელში – 4.81%, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში – 9.8%.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …