ანასეულს 2020 წლის შემოდგომიდან უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

თბილისი (BPI) – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულის მოსახლეობას 2020 წლის შემოდგომიდან უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ  წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა უკვე დაიწყო.

ანასეულში, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო,  წყალმომარაგების კუთხით პრობლემები იქმნება, დიდია სასმელი წყლის დანაკარგი და  მოსახლეობას ათეული წლებია წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

პროექტი ითვალისწინებს, ახალი სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილების, სატუმბი სადგურისა და ქსელის მოწყობას, ასევე  700-მდე ოჯახის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან  6 799 998 ლარი მოხმარდება.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …