ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისი” სატრენინგო კურსზე “საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები” ახალგაზრდების მიღებას იწყებს

ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისი“ აცხადებს ახალგაზრდების მიღებას სატრენინგო კურსზე „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები“.
კურსი განკუთვნილია 18-დან 25-წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებით.
ტრენინგ კურსი საშუალებას აძლევს დამწყებ მკვლევრებს და ანალიტიკური საქმიანობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, ცოდნა და უნარები გაიღრმაონ ისეთი მიმართულებებით როგორიცაა:
• პოლიტიკის ანალიზი
• თავდაცვა და ეროვნული უსაფრთხოება
• დაზვერვა და კონტრდაზვერვა
• რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში
• ეკონომიკური უსაფრთხოება
• ევროატლანტიკური ინტეგრაცია
• კიბერ-უსაფრთხოება
• პანდემია და ახალი რეალობა
• ომი და პოლიტიკა
სატრენინგო კურსს წარუძღვებიან „ჯეოქეისის“ გამოცდილი მკვლევრები და ანალიტიკოსები. კურსის ფარგლებში, მონაწილეებს, ასევე, საშუალება ექნებათ შეხვდნენ და დისკუსია გამართონ დარგის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სხვა ექსპერტებთან და საჯარო მოხელეებთან.
სატრენინგო კურსი შერჩეული მონაწილეებისათვის არის უფასო. კურსთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“.
სატრენინგო კურსი დაიწყება 2022 წლის 1 აპრილს, კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე.
ლექციები გაიმართება კვირაში ორჯერ, 17:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
სატრენინგო კურსში მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნონ სამოტივაციო წერილი და CV, ხოლო მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.
სატრენინგო კურსი გაიმართება თბილისში, კონფერენციების და ტრენინგების შესაბამისი რეგულაციების დაცვით;
სატრენინგო კურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: projectsgeocase@gmail.com
განაცხადები მიიღება 2022 წლის, 15 მარტის ჩათვლით.

https://www.facebook.com/watch/?v=633767884382550&extid=CL-UNK-UNK-UNK-AN_GK0T-GK1C&ref=sharing

 

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …