ანაკლიის კონსორციუმს უმსხვილესი კორეული კომპანია შემოჰყავს

თბილისი (BPI) -21 მარტს 14:00-ზე , სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაფორმდება მემორანდუმი ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და Hyundai Samo Heavy Industries – ს შორის. ვიცე პრეზიდენტთან იუნგ ჰო იოსთან ხელს ლევან ახვლედიანი მოაწერს.

უდიდესი კორეული კომპანია ანაკლიის პორტის თანამედროვე ტიპის ამწეების პროვაიდერად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საერთაშორისოტენდერის შედეგად გამოავლინა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვისგიგანტური ამწეებს მსოფლიოს ტოპ-ხუთეულში მყოფი გემთმშენებელი კომპანიაHSHI დაამონტაჟებს.

ტენდერი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას „ანაკლიისგანვითარების კონსორციუმთან“ ერთად კონსორციუმის პარტნიორი კომპანიები – საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი SSA Marine-ი და დეტალური პროექტისავტორი BergerABAM- უძღვებოდნენ. ტენდერის საბოლოო ეტაპზე ოთხიწამყვანი საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის ფინეთიდან, კორეიდან, ჩინეთიდან. 

Hyundai Samo Heavy ndustries მსოფლიოში სიდიდით მეოთხე გემთმშენებელიკომპანიაა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 40 ხომალდს აგებს. მისპროდუქტებს შორისაა გემები, ტანკერები, საკონტეინერო გემები, მშრალი ნაყარიტვირთის გადასაზიდი და სხვა ტიპის ხომალდები, ასევე სანავსადგურესფეროსთან დაკავშირებული სხვა ტექნიკა, მათ შორის, უახლოესიტექნოლოგიებით აგებული თანამედროვე ტიპის ამწეები. კომპანიისყოველწლიური ბრუნვა 400 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის პირველ საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო აკაკი …