ავტომობილიდან სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების 161 შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი (BPI) – 1 იანვრიდან დღემდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების 161 ფაქტი გამოავლინა, მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა.

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან – 120 ლარით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებენ 24 საათიან პატრულირებას, როგორც სიგარეტის ნამწვის ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გადმოგდების, ისე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის, სხვა ფაქტების გამოსავლენად.

სულ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამ პერიოდში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 305 ფაქტი გამოავლინეს. 

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტმა სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, 77 ხმით ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების …