აეროპორტებში თერმოსკრინინგი მგზავრს შესაძლოა ჩამოფრენისა და გამგზავრების დროსაც ჩაუტარდეს

თბილისი (BPI) – საეროპორტში მგზვრთა მომსახურების წესებში ცვლილება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა, ამ დროისათვის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ აეროპორტში თერმოსკრინინგი მგზავრის არა მხოლოდ ჩამოფრენის, არამედ გამგზავრების დროსაც მოხდება.

“აეროპორტში ბევრი სერვისია და აეროპორტში მისვლის შემდეგ მგზავრი გადის ბევრ პროცედურას და შემოწმებას. ესენია: რეგისტრაცია, საავიაციო უშიშროების შემოწმების პროცედურები, გადის საზღვარზე საპასრპორტო კონტროლს და ხვდება გამგზავრების დარბაზში. სავარაუდოდ თითოეულ პროცედურაზე იქნება შეცვლილი რიგის კონტროლის მექანიზმები, რათა აეროპორტში მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა. ასევე შესაძლებელია დამატებითი სკრინინგებიც გახდეს საჭირო. ჩვენ საერთაშორისო აეროპორტები თერმოსკრინინგის საშუალებებით აღვჭურვეთ. ამ ეტაპზე თერმოსკრინინგი უტარდება მხოლოდ ჩამომფრენ მგზავრებს და მიმდინარეობს მსჯელობა, რომ იგივე პროცედურა გაიაროს გამფრენმა მგზავრმაც. ეს დამოკიდებულია იმაზე რა რეკომენდაციები იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან”, – განმარტავს თამარ არჩუაძე.

როგორც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე “კორონავირუსი vs ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებელობები”, თამარ არჩუაძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული სამგზავრო რეისები არ სრულდება, აეროპორტში სამუშაო პროცესი არ შეჩერებულა.

“მიუხედევად იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამ ეტაპზე, შექმნილი მდგომაროების გამო რეგულარულ სამგზავრო რეისებს არ ემსახურება, ჩვენ მაინც სულ მზადყოფნაში ვართ, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მოვემსახუროთ ჩარტერულდა ტექნიკურ ფრენებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების სათადარიგო აეროპორტად. ამიტომ ვინარჩუნებთ იმ მინიმალურ, მორიგე თანამშრომლებს რომელთაც უწევთ სამსახურში ყოველდღიურად სიარული.

რაც შეხება მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს, შემქნილი ვითრებიდან გამომდინარა, ადგილობრივ აეროპორტებში ფრენები არ ხორციელდება. მაგრამ აეროპორტების სპეციფიკის გათვალისწინებით თანამშრომელთა ნაწილი ადგილზე სამუშო რეჟიმში რჩება, ვინაიდან ჩვენ ვფლობთ დიდი რაოდენობით ინფრასტრუქტურასა და აღჭურვილობას, რაც მოვლა/შენახვით სამუშაოებს საჭიროებს”, აცხადებს არჩუაძე.

avianews.ge

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …