აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 11%-ით გაიზარდა

2022 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 11.0 პროცენტიანი ზრდა.

 

საქდტატის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისთან შედარებით ფასები 1.4 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.09 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

 

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (1.1 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.7 პროცენტი), რამაც -0.54 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება ძირითად ლითონებზე (-6.4 პროცენტი).

 

გარდა ამისა, ფასების 4.6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.37 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ
შემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 14.6 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -1.29 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-21.8 პროცენტი);

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 15.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 12.22 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (14.7 პროცენტი), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (99.0 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (6.5 პროცენტი);

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 0.1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.06 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 0.2 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.01 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …