აბასთუმანში 1000 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი და თანამედროვე ავტოსადგური მოეწყობა

თბილისი (BPI) – აბასთუმანში სადგური და ღია ავტოსადგომი მოეწყობა, რაზეც დაახლოებით 9,28 მლნ ლარი დაიხარჯება.

ავტოსადგომი 4,2 ჰა-ზე მოეწყობა და გათვლილი იქნება 1000 ავტომობილზე, აქედან 200 ავტოსადგომი ელექტრო მანქანისთვის, სატენი პორტალების პორტალებით, რომელთაგან 100 ავტოსადგომი უნდა იყოს გადახურული; 10 ავტობუსის ავტოსადგომი.

ამავდროულად გათვალისწინებულია 150 ადამიანზე გათვლილი მცირე სადგურის მოწყობა. იგეგმება შიდა სივრცის მოწყობა, ოფისი სადგურისა და ავტოსადგომის მენეჯმენტისთვის, ბილეთების სალაროები, საერთო მოსაცდელი სკამებით და განრიგის ამსახველი ეკრანებით, აღჭურვილი აუდიო სისტემით, ხმოვანი მითითებების გამოსაცხადებლად, საპირფარეშოები (ფასიანი შესასვლელი აპარატით), გასახდელი პერსონალისთვის (ინდივიდუალური სან. კვანძით და საშხაპე კაბინით) და ა.შ.). სადგური მოემსახურება საზოგადოებრივ ტრანსპორტს სტუმართა გადასაყვანად ავტოსადგომიდან დაბა აბასთუმანში;

მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 10 მაისს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …