ჰიბრიდებს და ელექტრომობილებს ლოიალურმა კანონმდებლობამ ვერ უშველა

თბილისი (BPI) – საავტომობილო ბაზარზე დაწესებულმა შეღავათებმა ბაზარი ვერ წაახალისა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ელექტრომობილების შემოყვანის მიზნით დაწესებული შეღავათების შედეგები შეაჯამა.

ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ ელექტროტრასნპორტის შემოყვანის წახალისების მიზნით 2016-2018 წლებში საგადასახადო შეღავათებმა გარკვეული პოზიტიური ძვრების მიუხედავად, სტატისტიკა დამაიმედებელი არ არის –  ჰიბრიდულ ავტოტრანსპორტის შემოსვლა 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს გაზრდილია, მაგრამ უკვე 2019 წელს შეიმჩნევა კლება. სავალალო მდგომარეობაა ელექტროავტომობილებთან დაკავშირებით, რადგან მათი შემოყვანა მუდმივი კლების რეჟიმშია.

„მნიშვნელოვანია გავარკვიოთ ის მიზეზები, თუ რამ განაპირა ეს ყოველივე. დღემდე სამუშაო ჯგუფმა მოუსმინა კერძო სექტორის წარმომადგენლებს,  ასევე ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათგან შემოვიდა საინტერესო და დეტალური შემოთავაზებები და რეკომენდაციები, რამაც, ვფიქრობ, პროცესის გაჯანსაღებას უნდა შეუწყოს ხელი. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, მათ შორის დიფერენცირებული გადასახადების დაწესებაზე, ასევე დასატენ სადგურებთან დაკავშირებული პრობლემა და სხვა“, – განაცხადა წილოსანმა.

შემთხვევითი სიახლე

რა უნდა ვიცოდეთ სადეზინფექციო საშუალებების შერჩევისას

თბილისი (BPI) – სადეზინფექციო საშუალებების შერჩევა ერთი შეხედვით მარტივი პროცედურაა, მთავარია დეზინფექტანტი გაუმკლავდეს და გაანადგუროს …