ჯიპიაი ჰოლდინგი: მომხმარებელთა 96% უპირატესობას დისტანციური სერვისებით სარგებლობას ანიჭებს

თბილისი (BPI) – “ჯიპიაი ჰოლდინგის” დაზღვეულები დისტანციურ სერვისებით სარგებლობას კარანტინის დასრულების შემდეგაც შეუფერხებლად გააგრძელებენ. იმ პირობებში, როცა პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მომხმარებლები უპირატესობას კვლავ დისტანციურ სერვისებს ანიჭებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალ რეალობაში, მომხმარებლებისთვის ონლაინ სერვისებით სარგებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

ჯიპიაის სტატისტიკის მიხედვით, კარანტინის პერიოდში მომხმარებელთა 96% სადაზღვევო მომსახურების მიღებას ციფრული სერვისების გამოყენებით ამჯობინებდა, მომსახურების ცენტრებთან არსებული ყუთები კი მხოლოდ 4%-მა გამოიყენა. კომპანია ამ ეტაპზეც გააგრძელებს დაზღვევის სრულ სერვისის დისტანციუად განხორციელებას, რომ ხელი შეუწყოს მომხმარებლებისა და თანამშრომლების მობილობისა და კონტაქტის შეზღუდვას. მათთვის, ვინც მომსახურების ონლაინ მიღებას ვერ ახერხებს, კვლავ მოქმედებს სერვის ცენტრებთან არსებული ანაზღაურების ყუთები, სადაც დაზღვეულებს შეუძლიათ საბუთები ჩააგდონ და მოთხოვნილი თანხა ერთ სამუშაო დღეში აინაზღაურონ. ისევ ძალაში რჩება ანაზღაურებაზე მოთხოვნის ვადის გახანგრძლივება – მომსახურების მიღებიდად თანხის ანაზღაურება ორი თვის განმავლობაში შეეძლებათ.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ჯიპიაიმ 300 000-ზე მეტი დისტანციური მომსახურება გაუწია ათასობით დაზღვეულს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელებამ სრულად შეცვალა რეალობა და მომხმარებელთა ქცევა. ეს კი დამატებითი ბიძგი გახდა კომპანიისთის, რომ ციფრული სტრატეგია გააძლიეროს და მაქსიმალურად შეეცადოს დაზღვეულებისა და თანამშრომლებისთვის კიდევ უფრო მეტი ინოვაციური მიდგომა დანერგოს.

პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი : “მრავალი წელია ციფრული პლატფორმების განვითარება კომპანიის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. პანდემიამ დაგვანახა, რომ გზა რომელიც წლების წინ ავირჩიეთ სწორია. ჯიპიაი იყო პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც დაზღვეულებს მომსახურების მისაღებად ციფრული სერვისები შესთავაზა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ კრიზისს მომზადებულები შევხვდით და ჩვენმა მომხმარებლებმა 300 000-ზე მეტი დისტანციური ოპერაცია შეუფერხებლად მიიღეს. ჯიპიაის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ დღეს, ჩვენი დაზღვეულები სერვის ცენტრებში სიარულს მომსახურების დისტანციურად მიღებას ამჯობინებენ, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მომხმარებლებს სადაზღვევო სერვისები კვლავ დისტანციურად მივაწოდოთ. ყველა გამოწვევაში შეიძლება შესაძლებლობა დავინახოთ. მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს რესურებს, რათა ციფრული სერვისები კიდევ უფრო დავხვეწოთ და ონლაინ მომსახურებით ყველა დაზღვეულმა მარტივად და ხარისხიანად ისარგებლოს. “

კარანტინის პერიოდში ჯიპიაიმ დაზღვეულებს 11 მლნ ლარზე მეტი აუნაზღაურა. სერვის ცენტრებში არსებული ყუთები მომხმარებელთა მხოლოდ 4%-მა გამოიყენა, 99%-მა მომსახურება დისტანციურად მიიღო. 256 500 -ზე მეტია ოჯახის ექიმის მიერ დისტანციურად გაფორმებული მიმართვების რაოდენობა მედიკამენტების ანაზღუარებაზე და სპეციალისტის მომსახურების მისაღებად. 5 000-ზე მეტმა დაზღვეულმა კი მიმართვა დაზღვევის პორტალის გამოყენებით გააკეთა. ორი თვის განმავლობაში 3000-მდე საგარანტიო წერილი ჯიპიაიმ ონლაინ გასცა. დაზღვეულებმა პირადი ექიმის, პედიატრის და სპეციალისტის სატელეფონო კონსულტაციით, 100%-ანი თანადაფინანსებით 10 198- ჯერ ისარგებლეს.

ჯიპიაი ჰოლდინგი” ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც covid-19-ის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში გააფართოვა ციფრული სისტემები და დაზღვეულებს სრული სადაზღვევო სერვისი დისტანციურად შესთავაზა. ყველა დაზღვეულს სადაზღვევო სერვისების მიღება უმოკლეს დროში, სახლიდან გაუსვლელად შეუძლია – ვებ პორტალის mygpi.ge და მობილური (IOS და Android) აპლიკაცია MyGPI საშუალებით:
▪ დისტანციურად სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება
▪ სატელეფონო კონსულტაცია პირად ექიმთან, პედიატრთან
▪ კვლავ შენარჩუნებულია ვიწრო სპეციალისტთან, 100%-ანი დაფინანსებით დისტანციური მომსახურება, მიუხედავად პაკეტისა;
▪ დაზღვეულებს ონლაინ შეუძლიათ მოითხოვონ საგარანტიო წერილი კლინიკებში მომსახურების მისაღებად;
▪ გადაიხადონ დაზღვევის პრემია;
▪ ონლაინ, პირად ექიმთან მისვლის გარეშე , მიიღონ მიმართვა ნებისმიერ სპეციალისტთან პროვაიდერ კლინიკებში
▪ ასევე თავად, პირად კაბინეტში მიიღონ მიმართვა სასურველი მედიკამენტის შესაძენად.

დაზღვევის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ (სრული პროცესი პორტალზე www.mygpi.ge). ასევე გაყიდვების მენეჯერის საშუალებით, რომელიც მომხმარებლებს სატელეფონო ან ვიდეო-კონსულტაციას მომსახურებას გაუწევს და გაყიდვის პროცესს უკონტაქტოდ დაასრულებს. კვლავს გრძელდება 50%იანი ფასდაკლების აქცია პირველი სამი თვის ღირებულებაზე ჯარნმთელობასა და ავტოდაზღვევაზე.

შემთხვევითი სიახლე

გაეროს ბავშვთა ფონდი ორსულებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციებს იწყებს

თბილისი (BPI) – გაეროს ბავშვთა ფონდი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში აღრიცხვაზე …