წინანდლის მუზეუმი მირონ შველიძის გამოფენას მასპინძლობს

ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში ქართველი მხატვრის, სცენოგრაფის, მირონ შველიძის გამოფენით საშემოდგომო სეზონი გაიხსნა.
მირონ შველიძის ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის პირველად გამოიფინა მხატვრის გარდაცვალების შემდეგ. ავტორის უნიკალურმა ვიზუალურმა ენამ თანამედროვე თეატრის სახე განსაზღვრა და კონცეპტუალური სცენოგრაფიის პრინციპებს ჩაუყარა საფუძველი. წინანდლის მამულის საგამოფენო სივრცეში მირონ შველიძის სცენოგრაფიული ელემენტები დროებით დამოუკიდებელი პერსონაჟის, მთავარი გმირის სტატუსს იძენენ და იწყებენ თამაშს დროსა და სივრცესთან.
მირონ შველიძე 1975 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის დამდგმელი მხატვარი. გამოფენაზე, მუზეუმის შიდა და გარე სივრცეში, წარმოდგენილია ხელოვანის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი კოსტიუმები, ესკიზები, მაკეტები და სპექტაკლების დეკორაციები.
წარმოდგენილი არტეფაქტები, რომელშიც აკუმულირებულია ისტორია, ენერგია, მეხსიერება, გვაკავშირებენ არა მარტო იმ დროსთან, სახელებთან, ადგილთან, გამოცდილებასთან, არამედ თავად ავტორთან – მირიან შველიძესთან, რომელმაც ქართულ თეატრში ეპოქა შექმნა.
გამოფენის ორგანიზატორია „წინანდლის მამული“.
გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდონის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი, მხატვრის ოჯახის წევრები, თეატრისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.
„დღეს საგამოფენო სეზონი გავხსენით გენიალური მხატვრის მირიან შველიძის გამოფენით. ეს ადგილი სწორედ იმისთვის არის, რომ ხელოვნების გამორჩეული ოსტატების შემოქმედება წარმოაჩინოს, რომ წინანდლის სტუმრები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ეზიარონ ხელოვნებას, გაეცნონ ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო წარმომადგენლების დანატოვარს. ახლა წინანდალში განსაკუთრებული დღეებია. გარდა ამ შესანიშნავი გამოფენისა, წინანდალი მასპინძლობს კლასიკური მუსიკის ფესტივალს. გვქონდა შესანიშნავი დილის კონცერტი, საღამოს პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი დაუკრავს მსმენელისთვის. ამ შესაძლებლობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო კულტურის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც გვერდში დაგვიდგა და რომლის მხარდაჭერის გარეშეც გაგვიჭირდებოდა ფესტივალის სრულმასშტაბიანი ფორმატით ჩატარება“. – გიორგი რამიშვილი, წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი, სილქ როუდ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თამჯდომარე.

 

მეოთხე სეზონზე, ორწლიანი პაუზის შემდეგ, წინანდლის ფესტივალს პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი დაუბრუნდა. 2022 წლის სეზონზე კლასიკური მუსიკის მოყვარულებს წინანდლის ფესტივალმა გამორჩეული პროგრამა და შემსრულებლები წარუდგინა. 10 დღიანი საფესტივალო პროგრამის ფარგლებში ცნობილ მუსიკოსებითან ერთად პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 4 კონცერტს გამართავს. ორკესტრისთვის მუსიკოსების რეგიონის 7 ქვეყნიდან შეირჩა.
„ჩვენ გვაქვს პატივი რომ წელს პირველად ფინანსურად მივიღოთ მონაწილეობა ფესტივალში ერთ კონკრეტულ კომპონენტში, ეს გახლავთ ახალგაზრდული მიმართულება, ეს არის პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი. მე მინდა მივულოცო ფესტივალში დაბრუნება ახალგაზრდებს, რომლებთან შეხვედრის სიხარული დღეს მე პირველად მექნება. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ორკესტრში არიან სომეხი მუსიკოსები და თურქრი მუსიკოსები, აღარფრის დამატება აღარ არის საჭირო. როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოები ერთად უკრავენ ორკესტრში და ქმნიან ჰარმონიას ამაზე მეტი რა შეიძლება გააკეთოს ერთმა ფესტივალმა?! მაგრამ ფესტივალი აკეთებს კიდევ უფრო მეტს და მაგალითისთვის ხსნის ამ გამოფენას“. – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2019 წელს კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით დაარსდა და ყოველ წელს შემოდგომაზე წინანდლის ისტორიულ მამულში იმართება.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და მიმდებარე ტერიტორია 2007 წლიდან კომპანია სილქ როუდ ჯგუფის პატრონაჟის ქვეშაა. 2007 წლიდან დღემდე, კომპანიის მხარდაჭერით, მუზეუმმა უმასპინძლა არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენასა და კულტურულ ღონისძიებას. 2019 წელს წინანდალში დაასრსდა კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოში აღიარებულმა ვარსკვლავებმა მიიღეს.
წინანდლის მამული, ტრადიციების და ინოვაციების ნატიფი შერწყმის თვალსაჩინო მაგალითია და კულტურის გამორჩეულ კერას წარმოადგენს თანამედროვე საქართველოში.

 

 

შემთხვევითი სიახლე

შეიძინე eSIM silknet.com-დან

ვირტუალური მობილური ნომერი ბევრი მომხმარებლისთვის  უფრო კომფორტული აღმოჩნდა, განსაკუთრებით  მათთვის, ვისაც  ხშირად უწევს მობილურ მოწყობილობაში …