ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, რა გამოწვევები ახლავს “მწვანე პასპორტის” შემოღების პროცესს და გვაქვს ბიზნესთან უკუკავშირი – ნათია თურნავა

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, თუ რა გამოწვევები ახლავს „მწვანე პასპორტის” შემოღების პროცესს. ბიზნესთან უკუკავშირის შედეგად გაირკვა, რომ უცხოელ მოქალაქეებს განსაკუთრებით არაევროპული სახელმწიფოებიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც დროულად ვერ რეგისტრირდებიან ჩვენს პლატფორმაზე, ტურისტულ ობიექტებში სტუმრობისას სირთულე ექმნებათ,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, აღნიშნული გამოწვევა უკვე დაძლეულია. შესაბამისად, დღეიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ისეთი ობიექტის სტუმრობას, სადაც აუცილებელია კოვიდ-პასპორტის წარდგენა, შეძლებს, თუკი აქვს სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ გაცემული შემდეგი დამადასტურებელი დოკუმენტი – QR კოდი, ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ოფიციალური უწყების მიერ გაცემული ვალიდური ნეგატიური პსრ ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 დეკემბრიდან “მწვანე პასპორტით” სარგებლობა საჭირო იქნება შემდეგ დაწესებულებებში: კვების ობიექტები; რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურულ სივრცეები; გასართობი ცენტრები; კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები; საკონცერტო დარბაზები; სამორინეები და სათამაშო ბიზნესობიექტები; სპა-ცენტრები; ფიტნეს-დარბაზები; სასტუმროები; სამთო კურორტების საბაგირო გზები.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …